დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ეკლესიის პოზიციაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც წირვა-ლოცვა ტაძრებში არ შეწყდება და ღვთისმსახურება არ აიკრძალება.
მისი განცხადებით, საქართველოს ეკლესია ყველა იმ რეკომენდაციას ითვალისწინებს, რომელიც ჯანდაცვის სფეროს მიერ არის გაცემული.
„საქართველოს ეკლესიამ და საპატრიარქომ ამ პერიოდის განმავლობაში ორი მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთეს, სადაც მრევლს იმ რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდეს, რომელსაც იძლევა ჯანდაცვის სფერო. წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია იცით: ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა, ბევრი ადამიანის თავშეყრა აკრძალულია, რაც საზოგადოების ყველა წევრს ეხება. ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოს ეკლესია მიჰყვება იმ რეკომენდაციებს, რომელიც მთლიანად საზოგადოებისთვის არის გაცემული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.